იანვარში სავალუტო რეზერვები 156 მლნ დოლარით შემცირდა

იანვარში სავალუტო რეზერვები 156 მლნ დოლარით შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები 156 მილიონი დოლარით, 4.85 მილიარდ დოლარამდე შემცირდა – ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

სებ-ის სტატისტიკით, სავალუტო რეზერვები 112 მილიონი დოლარით შემცირდა 2023 წლის დეკემბერშიც, შესაბამისად, ბოლო ორ თვეში კლება 268 მილიონი დოლარია.

საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირება, შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო საგარეო ვალების მომსახურებით, რომლის დაფარვაც აღნიშნული ანგარიშიდან ხორციელდება.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც რეზერვების შემცირებაზე მოახდინა გავლენა კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდული თანხების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული.

2023 წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 25%-დან 20%-მდე შეუმცირა, შესაბამისად, ბანკებს დამატებითი ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული სახსრები სწორედ ეროვნულ ბანკში ინახებოდა და ის სავალუტო რეზერვების ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…